2016 წლიდან შპს "გიოკაპიტალი" გახდა კომპანია "Eserdekorasyon"  - ის  ოფიციალური წარმომადგენელი სaქართველოში.  ამავე წლიდან დაიწყო მოსაპირკეთებელი თბოსაიზოლაციო მასალების რეალიზაცია.

     LPS -ლამინირებული პოლისტიროლი   -   არის დასრულებული ზედაპირის მქონე გაფუებული პოლისტიროლის მასა დახურული ფორებით, რომელიც დაფარულია ცეცხლმედეგი და ცვეთამედეგი მსუბუქი ჯავშნის ზედაპირით. პროდუქტის 98% არის სუფთა და მშრალი ჰაერი, სწორედ ამის დამსახურებით მასალა არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს.

      პოლისტიროლის ქაფი როგორც საიზოლაციო საშუალება გამოიყენება: შენობის კედლებზე, ტერასებზედა სარდაფებში თბოიზოლაციის მიზნით, საწყობებში, კომერციული დანიშნულების ობიექტებში, მსხვრევადი ნივთების გადატანისას, წყალვარდნის ადგილებში და ასე შემდეგ. ასევე გამოიყენება სარეკლამო და დეკორატიული მიზნებისათვის.

პროდუქტის უპირატესობები:

  • არის საუკეთესო თბოიზოლატორი                                                                               
  • ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას
  • ფართოდ გამოყენებადია განვითარებულ ქვეყნებში
  • გარეგნული დეკორაცია
  • კომფორტული მონტაჟისას  
  • წყლის შეწოვადობის მინიმალური დონე
  • ვარგისია 50 წელზე მეტი ხსნის განმავლობაში
  • ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო
  • ეკონომიურია
  • პოლისტიროლის მასა ფუვდება სპეციალური გაზის მეშვეობით;
  • მოკლე პერიოდში, გაზის ჰაერით ჩანაცვლება,ასევე აქტიური მექანიკური მდგრადობა წარმოადგენს პროდუქტის სტაბილობის გარანტს მისი გამოყენების პერიოდში (გაფუებულ პოლისტიროლში არის ძალიან წვრილი ფორები: 1 კბ/მ - 3-დან - 6 მილიარდამდე);
  • წარმოების ბოლო ეტაპი არის მასალისთვის ფორმის მიცემა, რომლის შემდეგაც, მის ზედაპირზე ცვეთაგამძლეობისთვისა და ცეცხლგამძლეობისთვის ემატება უფრო მაღალი სიმკვრივის ლამინირებული ზედაპირი. 

    LPS -ლამინირებული პოლისტიროლის - მოსაპირკეთებელი თბოსაიზოლაციო მასალების მახასიათებლები:

  • არის 3, 4 და 5 სმ-იანი პანელები; 
  • პანელების ფართობი მერყეობს 0,6 კვადრატული მეტრიდან (120სმ*50სმ) 1 კვადრატულ მეტრამდე (200სმ*50სმ);
  • 1 კვადრატული მეტრი ფილის საშუალო წონაა 4 კგ;
  • პლასტიური ფორმამიცემული შესაღები ზედაპირით ან ნანო-პრინტული სიბრტყული (მულტი-სიბრტყული) ზედაპირით;
  • არ იცვითება ადვილად;
  • უზრუნველყოფს საუკეთესო თბოიზოლაციას;
  • მსოფლიო უპირატესობას ანიჭებს ენერგიის მაქსიმალურ დაზოგვას, რისთვისაც საჭიროა ფასადების თბოსაიზოლაციო მასალებით შეუთვა;

    LPS-ის მასალები უძლებს რამდენიმე საათიან ზეწოლას, რაც არ იწვევს ადამიანებუს ევაკუაციის გართულებას. არ არის თვითაალებადი, არ წარმოქმნის ალს, არ გამოყოფს ტოქსიკურ კვამლს რადგან, ზედაპირი დამუშავებულია სპეციალური ხანძარმედეგი ფითხით.აღნიშნული ფილები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით. მისი მეშვეობით შესაძლებელია ზამთარ-ზაფხულ კომუნალური ხარჯების 40%-დან 60%-მდე შემცირებას.

 

  დეკორი - თბოსაიზოლაციო ფილები - კატალოგი

ფოტო გალერეა დეკორი