2017 წელს გიოკაპიტალი გახდა ლიფტების თურქული კომპანიის "Sanelasansor"-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.კომპანია დაფუძნებულია 1986 წელს და მოღვაწეობს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში.მონაწილეობას იღებს სხვადასხვა წარმატებულ პროექტებში და დღითი-დღე იმაღლებს კვალიფიკაციას, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ლიფტების წარმოებაში. 

      ლიფტები დამონტაჟებულია ქარხნებში, საავადმყოფოებში, სავაჭრო-გასართობ ცენტრებში, აეროპორტებში და სხვა მრავალფუნქციურ შენობებში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი და ყველანაირი გემოვნების კლიენტის დაკმაყოფილება. ხარისხის შენარჩუნების პროცესში, მთავარი მიზანია უზრუნველყოთ  მომხმარებლები, თანმშრომლები და მთლიანი საზოგადოება დამატებითი ღირებულების პროდუქტებითა და მომსახურებით.

     ჩვენი პარტნიორი საქართველოში "Sanelasansor"-ი გვთავაზობს ლიფტების რამდენიმე ტიპს: 

  •     ლიფტები ძრავის გარეშე   -   მოიხმარენ 40%-ით ნაკლებ ენერგიას, კლასიკური ლიფტის მოტორებთან შედარებით. არ გამოიყენება ზეთი და შესაბამისად მისი შეცვლის საჭიროებას არ მოითხოვს.
  •    სამანქანე ლიფტები   -   ავტომობილის მზარდი რაოდენობა იწვევს პარკირების პრობლემებს და დღესდღეობით ეს შეიძლება სერიოზულ პრობლემად ჩაითვალოს ხალხმრავალ ქალაქებში. შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ზედა და სარდაფის სართულები გამოყენებულ იქნა პარკირების სახით.
  •    ჰიდრავლიკური ლიფტები    -   გამოირჩევა ნულოვანი ელექტრო მომხმრებით დაშვების დროს და მაღალი ტვირთაზიდვის შესაძლებლობით .

      ჩვენი მიზანია როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების ხარისხის უზრუნველოყფა. რადგან სწორედ ეს განაპირობებს მომხმარებლის ხანგრძლივ არჩევანს - აირჩიოს ხარისხი, უსაფრთხოება და კონფორტი რომელსაც გთავაზობთ ჩვენ.

 

ლიფტი - კატალოგი

ფოტო გალერეა ლიფტები