გიოკაპიტალის მიმდინარე პროექტი  -  ვარკეთილი, ზემო პლატო, თრიალეთის ქუჩა

 

პროექტის შესახებ:

   თანამედროვე დიზაინის, 13 სართულიანი, მრავალ ბინიანი (102 ბინა) საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2017 წელს, მაისში.

   ნაგებობის სეისმომედეგობა გაანგარიშებულია 8 ბალზე. მზიდი კარკასი შედგება რკინაბეტონის მონოლითური კონსტრუქციისგან, რომლის საძირკველში განლაგებულია 29 ხიმინჯი. 1.0x1.0 მეტრი ზომის ხიმინჯები ჩაშვებულია მიწაში 9 მეტრის სიღრმეზე და ჩამაგრებულია კლდოვან ქანში.

    ხიმინჯების სისტემა განსაკუთრებულ სიმტკიცეს ანიჭებს ნაგებობას.იგი იცავს წლების განმავლობაში სეისმური დაზიანებებისაგან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნაგებობის მდგრადობის ხანგრძლივობას.  

    ნაგებობის ფასადის კედლები ამოშენებულია თბოსაიზოლაციო ბლოკით. იგი შელესილია და შეღებილია მაღალხარისხიანი საფასადე საღებავით,ხოლო ფასადის ნაწილი მოპირკეთებულია დეკორატიული ფილებით.ფასადების ამგვარი შესრულება ნაგებობას ხდის მაღალ ენერგო-ეფექტურს.

    სართულებზე გადაადგილებისთვის მოწყობილია ორი სამგზავრო ლიფტი.ნაგებობის სარდაფში იგეგმება სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა საცურაო ავზით. ამ კორპუსის მოსახლეობა კი ისარგებლებს შეღავათიანი ფასით.

კორპუსი პლატოზე
მეორე სართული
მესამე სართული
მეოთხე სართული
მეხუთე სართული
მეექვსე სართული
მეშვიდე სართული
მერვე სართული
მეცხრე სართული
მეათე სართული
მეთერთმეტე სართული
მეთორმეტე სართული
მეცამეტე სართული